მაიას რეცეპტები:
1. ჩემი დაკვირვების შედეგად მინდა მოგახსენოთ, რომ ადამიანები ძალიან იშვიათად იცვლიან აზრს ამა თუ იმ საგანზე ან საკითხზე და რომც დაგეთანხმონ საწინააღმდეგოში, ეს არ ნიშნავს, რომ მათ აზრი შეიცვალეს.
2. თუ ადამიანი თქვენთან ლაპარაკისას ხშირად ამთქნარებს, მას არ აინტერესებს თქვენთან საუბარი, შეიძლება ურთიერთობაც ან უფრო მნიშვნელოვანი საქმე აქვს და ქვეცნობიერად ცდილობს თავიდან მოგიცილოთ.
3. უნდა იცხოვროთ არა მდიდრულად, არამედ საინტერესოდ. საინტერესო კი ზოგჯერ შეიძლება თოვლიანი მთების, ყვავილებიანი ველის ყურება იყოს ან კეთილ, პატიოსან ადამიანთან საუბარი.
4. თუ თქვენს ცოდნას არ გამოიყენებთ, იგივეა, განძი მიწაში დამარხოთ. ბოლოს და ბოლოს, ფურცელზე გადაიტანეთ, რაც იცით, იქნებ ვინმეს გამოადგეს.
5. დააფასეთ თითოეული წუთი, რასაც ღმერთი გაძლევთ და რაც შეიძლება რაციონალურად გამოიყენეთ იგი. შეიძლება მეტი აღარ მოგეცეთ, ამიტომ დაეშურეთ კეთილ საქმეებს.
6. მადლიერი იყავით განვლილი ცხოვრების. მან გამოცდილება შეგძინათ, მას კი ოქროზე მეტი ფასი აქვს.
7. ცუდ ნათესავს კარგი მეზობელი ჯობია.
8. მიზანს რომ მიაღწიოთ, წინ იყურეთ, გვერდებზე ყურებით დროს დაკარგავთ, შეიძლება სადმე ფეხიც წამოჰკრათ და წაიქცეთ.
9. ყოვეგვარი გამოცდილება კარგია. ცუდ ადამიანებთან ურთიერთობა გვასწავლის, როგორ არ უნდა მოვიქცეთ. კარგ ადამიანებთან ურთიერთობა - როგორ მოვიქცეთ.
10. სიყვარულიც არაფერია, თუ გააუბრალოვებ.
11. კაცის და ქალის დამოკიდებულება საპირისპირო სქესის მიმართ სხვადასხვანაირია. ქალი ეძებს კაცს, რომელიც ოჯახის შექმნის შემთხვევაში, მისი შვილებისთვის საუკეთესო მამა იქნება. კაცი ეძებს იდეალს, რომელიც, უმრავლეს შემთხვევაში, თვითონაც არ იცის, როგორია.
12. თოვლშიც კი ნუ გაივლი ცუდი კაცის ნაკვალევზე, დაიკარგები.
მაია დიაკონიძე
20.01. 2024 წელი
No comments:
Post a Comment