Tuesday, August 8, 2023

მთას! (სატრფიალო, ხალხურ მოტივებზე)

 მთას!

(ხალხურ მოტივებზე)
სადა შენა და სად მეო,
შენ - მთა, მე ამ მთის ყვაილი,
,,ეგ გული რად არ მამეო",
მომესმა შენი ძახილი.
ყანებში შევრჩი ყაყაჩო,
გავები ოქროს ბადეში,
იქნებ მზის სხივმაც დამახრჩოს,
გავხდე მხევალი ჰადესის.
მაგრამ შენი მაქვს იმედი,
მთაო, ჩემებრთა ერთგულო,
მახსოვს სიტყვები დიდედის,
,,შენია, შენდა გეგულვოს!"
მაია დიაკონიძე
8.08.2023 წელი



No comments:

Post a Comment