ხანდახან სარკეში ვხედავ,
ჩემს თავს, ვით თეთრ მაღალ მყინვარს,
და სარკეს, ზღაპრებში მკითხავს,
პასუხს ვთხოვ, ნეტავი ვინ ვარ?!
მათოვს და სივრცეში ვილტვი,
მაქმანებს მისწორებს ზეცა,
წარსულში მაბრუნებს ფიქრი,
იქნებ ის ბავშვი ვარ დღესაც.
No comments:
Post a Comment