Tuesday, August 29, 2023

თანამედროვე ქალები და მათი ჩაცმულობა, ესსე

 მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, მშვიდობიან დღეს გისურვებთ, ბედნიერებას და სიხარულს. გუშინდელ დღეს, ისე ვიყავი ეგზალტირებული ერთგვარი სანახაობის მერე, მინდოდა რამე დამეწერა, მაგრამ კახა შალამბერიძის არაჩვეულებრივი პოსტი შემომხვდა და ამ საქმეს თავი თავანებე. დღეს მაინც მინდა ჩემი აზრები გაგიზიაროთ.

გუშინ რუსთაველის მეტროსთან მომიხდა ათიოდე წუთი დგომა და რაც იქ ვნახე, ენა კინაღამ ჩამივარდა. მავანი იტყვის, რა ჩასაცმელებზე მოგინდათ ახლა ლაპარაკი ამ ზრდასრულ და ასაკში შესულ ხალხსო, მაგრამ ვიღაცამ თუ არ თქვა, როგორ იქნება საქმე. კაცის ფსიქოლოგია-ფიზიოლოგია ისეთია, რომ მიიღწვის დაეუფლოს იმას, რაც ძნელად მოსაპოვებელია. გახსოვთ ალბათ ბებიების მონაყოლი, კოჭის თავი რომ გამოუჩნდებოდა ქალს, ის გააგიჟებდაო, მთელი სხეული ჰქონდა დაფარული ქალებს.
დღეს, არავინ ამბობს, ისე შევიმოსოთ, როგორც ადრე, გახსოვთ ალბათ ფრანგული კინოები და რომანები, რამდენი ხელი ტანსაცმელი უნდა შემოეძარცვათ ქალებისთვის, რომ სასურველი ენახათ. ამაში იყო მთელი რომანტიკა, კაცში მონადირის ინსტიქტი იღვიძებდა. რაც ქორწინებასაც ჯადოსნურს ხდიდა ქალ-ვაჟისთვის. დღეს რომელ ნადირობის ინსტიქტზეა საუბარი, აგერ გნოლი დაგოგმანებს, ხელში გივარდება, აგერ - შველი, იქით ქურციკი. ახალგაზრდა კაცებმა ინტერესი დაკარგეს ქალების მიმართ, ქალებზე უფრო ნაზად საუბრობენ, იპრანჭებიან, მათ საუბარს რომ მოუსმინო, შეიძლება ჭკუიდან შეიშალო. იფიქრებ, ქალს ესაუბრება ამ ტონით, ამ დროს - მეგობარ ვაჟს.
მოკლედ გავაგრძელებ, იმ თემას, რამაც გუშინ ასე ამაღელვა. ვდგავარ და რუსთაველის მეტროდან გოგონა გამოვიდა, უფრო სწორედ გნოლი გამოგოგმანდა. ეცვა ცისფერი ჯინსები, მაგრამ ზევით - სტაფილოსფერი საზღვაო კოსტუმის ზედა ნაწილი. წელვადი მატერიალი იყო, მკერდს ვერ იჭერდა, ლამის ჭიპამდე ჩამოშვებული უზარმაზარი მკერდი უთამთამებდა და უხტოდა. და ეს არ იყო სილამაზე. სიმართლე გითხრათ, საშინლად არაესთეტიური იყო ეს სანახაობა. ზოგიერთ მამაკაცს შეიძლება მოსწონებოდა კიდეც, მაგრამ ჩემთვის ეს იყო შოკისმომგვრელი. პირველი რაც გავიფიქრე, ის იყო სწორედ, არ ჰყავს ნეტავ მშობლები?! ასეთი ჩაცმულობა ზღვაზეც კი არ მინახავს, სახეზე ულამაზო არ ეთქმოდა, დაბალი ბუთხუზა გოგონა იყო. გასცილდა იქაურობას, მაგრამ სხვა სიურპრიზი მელოდა ცოტა ხანში: მაღალი ტანადი ქალი გამოჩნდა, ეცვა მამაკაცის პერანგი, სხვა არაფერი, საცვალსაც ძლივს უფარავდა, იმ სისქე ბარძაყები ჰქონდა, ძლივს დადიოდა, მაგრამ აუღელვებლად დაადგა გზას რუსთაველისაკენ. უბრალოდ მაინტერესებს, რატომ აჩენ იმას, რაც არ გაქვს ლამაზი?! დაიფარე, იქნებ ასე უფრო დააინტერესო ვინმე, მაგრამ, ჩემი აზრით, გამომწვევად სპეციალურად იცმევენ, ვინმემ რამე უთხრას. ზოგიერთი აკივლდება კიდეც, როგორ გამიბედეს რამეო. ანუ თავისუფლება თურმე ქალებისთვის გაშიშვლებას, მაგარ მოდაში შემოვიდა ,,ულიფოდ" სიარული, ნიშნავს. ამას წინ, მეძუძური ქალი ვნახე ულიფოდ ბავშვთან და მეუღლესთან ერთად. გამჭვირვალე ბლუზა ეცვა, კერტები, რძისგან დაბერილი ძუძუები უჩანდა. ჩემს ახლაგაზრობაში მეძუძურ ქალებს სპეციალურ ჩითის თუ სატინის, აღარ მახსოვს, ,აზღუდს"უკერავდნენ. გონებაში მის ქმარს კარგად შევუკურთხე. მერე ვიფიქრე, წაკითხული მაქვს, არსებობენ კაცები, რომლებსაც მოსწონთ მის ცოლს რომ უყურებენ, ალბათ ასეთი კატეგორიის ეკუთვნის მეთქი.
მდგომარეობა ამ კუთხით სულ უფრო მძიმდება. შორტი არაფერია იმასთან შედარებით, რაც მკერდის მოშიშვლება დაიწყეს, ნეტავ შემდეგ რის მოშიშვლებას აპირებენ, ძალიან მაინტერესებს?!
გუშინ რუსთაველზე ეს სურათი ვნახე გასაყიდად, მაგრამ კი არ გავბრაზებულვარ, ძალიან მომეწონა. იცოდეთ ქალებო, ,,სად" უნდა გაიხადოთ!
,

No comments:

Post a Comment