ეს სიცოცხლეა რიფთან თამაში,
და თუ ვერ შეძლებ წამში უკუსვლას,
გადარჩენილა ერთი ათასში,
არ გაუმართლა საწყალ გუგუას.
---------------
სველი ლეღვები, წებოვნება,
როგორც ეზოში ერთი მარგილი,
შეზრდია მიწას და წლოვანება,
სიცოცხლისა და მიწის წადილი.
_________-----------
ჩემს შეკვეცილ თმებს ტირის ბებია,
წაგივიდაო მოჭრილში ძალა,
ჩემთვის კი ალბათ ეს სულერთია,
როგორც ყოველთვის, ვიღაცას ვბაძავ
-----------------------
მე ჩემ წილ ჭორებს ავიფარებ,
როგორც მეხამრიდს,
იქნებ უფალმა ამარიდოს
თავში მზის დარტყმა.
===============
დარია კიდევ, იქნებ ცოტას კიდეც გავუძლო,
სანამ სეტყვა და თოვლიანი ნამქერი მოვა,
სანამ სიცოცხლით ტკბობას მაცლის კიდევ საწუთრო,
არ დამფენია ჯერ ეს მიწა ზურმუხტის მოვად.
===============
No comments:
Post a Comment