წყალს უთხარიო სიზმარი!
წყალს უთხარიო სიზმარი, ბებია მეუბნებოდა,
წავედი, წყლის პირს ჩამოვჯექ, ქვა მოდიოდა ზემოდან,
ზათქით აკრთობდა მთა-ველებს, მდინარე შავი მქუხარი,
შემაშინა და გამთოკა, სხვად წამიყვანა ფიქრებში,
– წყალო, ვუთხარი, – ჭირიმე, დღეს რანაირად იქცევი,
ნუთუ არ გყოფნის, მრავალი, რომ წარიტაცე, მითხარი,
დღეს მაინც არ ამიხდინო ის საშინელი სიზმარი.
წყალს უთხარიო სიზმარი, ბებია მეუბნებოდა,
წავედი, წყლის პირს ჩამოვჯექ, ქვა მოდიოდა ზემოდან,
ზათქით აკრთობდა მთა-ველებს, მდინარე შავი მქუხარი,
ჩემი სიზმარი საზარი მდინარეს ვეღარ ვუთხარი.
მაია დიაკონიძე
10.08.2023 წელი
No comments:
Post a Comment