Tuesday, August 29, 2023

მინიმა

 ამ აგვისტოს ხვატს შევრჩი ერთი

მწვანე ფოთოლი
და სხვა ფოთლების ტკივილები
გავითავისე,

ბრმა სიყვარულიც, თუნდაც წამებში ჩატეული, უკუნ ღამეშიც გზას ადვილად ცნობს და იკვალავს!

ერთი ქანჩი ხარ, ერთი წერტილი,
მაგრამ თუ გინდა, დედამიწას შეაზანზარებ!

პარადოქსია, მაგრამ ისე ვარ დაღლილი,
დასვენების თავიც არ მაქვს, არ შემიძლია არ ვიფიქრო.

იმედის ჩიტებს მიეძინათ სადღაც ტოტებზე,
აღარ ქანაობს საქანელა ოცნების ბაღში,
და ერთ დროს თუ კი ქარიშხლები სისხლს აოტებდნენ,
დღეს ჟამი ლამაზ სამკაულებს ნელ-ნელა მაცლის.
მაია დიაკონიძე
18. 04.2022წელი

No comments:

Post a Comment