რამ გაგახსენა თოვლი,
მე კი ვხედავ, რომ ქალაქის ქუჩებს
ფარავს სპეტაკი მოვი.
და მეეზოვე თავისი ცოცხით
ხვეტს მზეზე მბზინავ მარილს,
მეზობლის ქალი ქართულ კაბაში
ირგებს უთეთრეს მანდილს.
გოგონას ლამაზს თეთრბაფთებიანს,
გვერდზე მოყვება ძაღლი,
ვხედავ თეთრ გემებს მაღალაფრიანს,
ვხედავ თოვლიან ამინდს...
საოცარია დილა ამგვარი,
ქალაქში თითქოს გრილა.
ეს თოვლი განა მართლა თოვლია,
ბრჭყვინავს აგვისტოს დილა.
No comments:
Post a Comment