Monday, August 21, 2023

ჩემს თვალში არეკლილს (სატრფიალო)

 ჩემს თვალში არეკლილს მზერას ვერ გაცილებ,

შენს თვალშიც მე ვჩანვარ, - თეთრი ბეგონია,

ზეცაში იკვრება ღრუბლები საძილე,

ნეტავ სიზმარია თუ ასე მგონია.

მოვდევ ამ ბილიკებს, ხელშუა მიქრები,

და მხოლოდ კრისტალებს ვხედავ მე ბროლისას,

და როგორც გზამკვლევნი, გეძებენ ფიქრები,

თურმე სულ აქავე, ჩემს გულში მყოლიხარ.


,



No comments:

Post a Comment