Sunday, August 6, 2023

ტალღა და ნაპირი (ახალი ვარიანტი)

ტალღა და ნაპირი
მე, ბობოქარი ტალღა, მჩქეფარი,
შენ კი ნაპირი, წყნარი და მშვიდი...
თმებს დალალებად გამიშლის ქარი,
მოგაჩერდები კდემით და რიდით.
მაინც მოვაღწევ შენამდე ბოლოს,
მაგ გაშლილ მკერდზე მივლულავ თვალებს,
ჩვენი ტრფობისას გიმღერებ სოლოს,
შმაგი ვნებების დავცლით ფიალებს.
შემდეგ გავხდები სათნო და ნაზი,
შეუცნობელი გრძნობის ნაყოფი
და ... წაიშლება ჩვენს შორის ხაზი, —
ზღვის და ნაპირის შუა გამყოფი.
მაია დიაკონიძე
5.08.2023 წელი

No comments:

Post a Comment