Thursday, August 3, 2023

დღეს სტუმრები ვართ (სატრფიალო)

 შენ ჩემს თვალებში ცვლი პეიზაჟებს,

დღეს ტაჯ-მაჰალის ოქროს კოშკში ვარ,

ასე მგონია, დაიგვიანებ,

სამისთვის გელი, უკვე ორია.

ტკბილი შარბათი შეგასვა მინდა,

გემოს გასინჯავ თაფლივით ყურძნის,

გრძნობით სავსეა ეს სული წმინდა,

მკერდზე მინდა რომ მომადო ყური.

ისმინო ჩემი გულის ფრიალი,

შენს დანახვაზე აფრებს რომ გაშლის,

გადამავიწყდეს ბედის რიალი, 

დღეს სტუმრები ვართ ჩვენ ტაჯ-მაჰალის.





No comments:

Post a Comment