Saturday, August 26, 2023

აქ დავრჩენილვარ...

 აქ დავრჩენილვარ!

დაფნის გვირგვინი მე ვერ მოვირგე,
ცხოვრება მიჰქრის ანცი კვიცივით,
აქ დავრჩენილვარ ღამის მორიგედ,
ზევიდან თეთრი მთვარე მიცინის.
მე ვატრიალებ ხელში წერილებს,
არ მიუვიდათ დროზე ადრესატს,
ჩამოსცვენიათ თურმე წეროებს,
მიწა გამხდარა მათი არენა.
მე ყველა მათგანს სასწორით ვწონი,
აუ, რამდენი დაუწერიათ,
ფიქრობდა რამდენს ვხედავ ის ორი,
ერთად ყოფნა კი არ უწერიათ.
აგერ წერილი უწონადია,
მაგრამ ფიქრებით, ოცნებით სავსე,
და ალბათ იმ ორს რაც უნატრია,
ღმერთო, ამას გთხოვ, მალევე ახდენს.
მე ვატრიალებ ხელში წერილებს,
ჩამოსცვენიათ თურმე წეროებს,
მე კი უბრალო ღამის მორიგე,
იგავს ვიგონებ, როგორც ეზოპე...
მაია დიაკონიძე
20.08.2023 წელი
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ყვავილი გამოსახულება
მოწონება
კომენტირება
გაზიარება

No comments:

Post a Comment