Wednesday, August 16, 2023

მზეო!

 შარიშურია ოქროს ფოთლების,

ნეტავ ვის სწყალობ, მზეო,

ნაფლეთებიღა დამრჩა ოცნების,

ვეღარ მიდიან ზემოთ.

შორს მიაქვს ქარებს ჩემი ფიქრები,

ქვეყნიერების კიდით,

მზეო, შენც ვხედავ, ხელში მიქრები,

რატომ მეგონე  დიდი?!



No comments:

Post a Comment