სისწრაფე და სიჩაუქე ვეღარ შველის,
გაპარტახდა, შემოგვტირის ფუძის გველიც,
გარინდული ოდა-კარი პატრონს ელის...
აქ მთებისკენ, სავანესკენ გული იწევს,
ხეობები დაუფარავს ცისფერ ნისლებს,
ნუთუ არ სჯობს შენი სახლი სხვათა კოშკებს?
ზეცა ვაებს, ვენახი და ბაღი გოდებს!
ყველა კუთხეს კვლავ სჭირდება კაცის ხელი,
დრო არ ითმენს, ცას ერევა ნაცრისფერი,
ამაოა სხვაგან გარჯა, სხვაგან შრომა,
აღმა თუ ხნავ, ბედნიერი ჟამიც მოვა...
მზის ტახტრევანს დაამშვენებს ოქროს შველი,
გაზაფხული შემოამტვრევს ვნებით კარებს,
კარ-მიდამოს დაგვილოცავს ფუძის გველი,
საქართველოც ძველებურად გაიხარებს!
20 აგვისტო 2019წელი
No comments:
Post a Comment