Sunday, August 6, 2023

მხრეჩამოყრილნი დგანან მთები (შოვი)

მხრებჩამოყრილნი დგანან მთები!

მხრებჩამოყრლნი დგანან მთები, მთები ალმასის,
ტირიან სიტყვით ძველქართულით, სულხან-საბასი,
კიდევ რამდენი ჩაიმარხოს უნდა ქართველი,
ნუთუ არ გყოფნის, ჩემო მიწავ, მსხვერპლი ამდენი?!.
მთები დამარხულ ჩვენს საგანძურს, ქართველთ, ტირიან,
საჯიშე ბიჭებს, დალის ლამაზს, კოხტას, პირმზიანს,
ტირიან მთები, მოუხდიათ თეთრი ქუდები,
რატომ ვერ ძღება ნეტავ შვილი ჩვენი უძღები?!
მგლოვიარენი მუხლზე ხელებდაწყობილები,
თავს მწუხარებით დაბლა ხრიან შავი ნისლები.
მაია დიაკონიძე
5.08. 2023 წელი








No comments:

Post a Comment