,,მოკლე კაბა, მოკლე კაბაა,
იყო ასეთი სიმღერა,
პოპულარულიც იყო, ერთ დროს.
ნუუ, ფანოღი ყოველთვის პოპულარულია და თან ეს მოკლე კაბა ხომ მეტ ,,ეროტიკულ მისტიკას" სძენდა..
ჰო, ალისფერი ალბათ პიონერის ყელსახვევის ალუზია იყო, თორემ მოკლე კაბები როგორ არ იყო იმ დროს, მაგრამ მაინცადამაინც ალისფერი არ მახსენდება...
მთავარი კი მაინც ისაა, ყველაფერი რომ ავიწყდება კაბის დანახვისას, არადა, წესით იმის დანახვისას უნდა დაგვიწყებოდა, რასაც ეს კაბა ჰფარავდა...
მაგრამ.საქმე ისაა, მოკლე კაბები კი იყო, მაგრამ არც იმდენად რომ ის ყველაფრის დამვიწყებელი დაგენახა...
ჰოდაა, ოცნებობდა კაცი და იქმნებოდა კაბებზე ტექსტები -
,,მალვა უნდა სიყვარულს,
კაბას ჩაფარება"
/ტ. ჭანტურია/
,,ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს"
/გ. რობაქიძე/
,,მოკლე კაბა რომ ჩაგიცვამს..."
ალისფერი ვთქვით უკვე და აი ამის ავტორი კი უფრო შორს წავიდა:
"ქალო შენი ჩითის (თუ თეთრი?) კაბა
წყალს მიჰქონდა მდინარესო" -
ამან თლა გახადა და გააშიშვლა...
ჰოო, ასე წარმოსახვაში თუ გააშიშვლებდი, თვარა სა იყო ასე,
დასანახად...
იყო ასეთი დრო, იყო...
ჩემ ყმაწვილკაცობაში, ქალს, სამოსის ქვეშ კიდევ პერანგი ეცვა.
ეს პერანგიც ისეთი იყო, საკმაოდ, დღეს რიმ სექსუალურს ეძახიან, ნაზი არშიაშემოვლებული, გულზე და ბარძაყებზე, თავად მატერიაც ნაზი და სიფრიფანა, გულმოხდილი,
მარაა
ამასაც ვინ დაგანახებდა, სამოსის ქვეშ იყო მოქცეული...
და ამ ყველაფრის შიგნით კიდევ ეცვათ, სწორედ ის, ახლა რომ მარტო ამის ამარა დადიან და არც კი...
იყო ასეთი დრო, იყო..
ერთხელ ჩემო სკოლის დირექტორი შემოვარდა გაკვეთილზე აღშფოთებული და ჩვენს კარლო მასწავლებელს ეუბნება -
ესა და ეს ფიზკულტურის მასწავლებელი, ვესტუბიულში შემხვდა და იციო, კოფტის ქვეშ ლიფი უჩანსო, თანაც შავიო! შავიოოო! ეს უსურცხვილოო,
და ეს მეათეკლასელი ბიჭებიო...
მოკლედ გაათახსირა ეს ახლგაზრდა ქალი...
ზარიც დაირეკა და თავქუდმოგლეჯილი გავვარდით შავი ლიფის სანახავად.
პირველი კარლო მასწავლებელმა დასტაცა ჟურნალს ხელი...
ცეკვაზე დავდიოდი პიონერთა სასახლეში და ერთხელ, ლენინის მოედანზე (მაშინ ასე ერქვა თავისუფლებისას) ამომსვლელი, რუსთაველზე ამოვყევი ასე შავლიფიან უპერანგოს და ლენინის მოედნამდე ვსდიე, გავცდი ჩემ სასახლეს...
იყო ასეთი დრო, იყო...
ჰოდა ჩემო ქალბატონებო, გოგონებოო,
თუ გინდათ გამოიყურებოდეთ მიმზიდველებად, იყოთ სასურველნი,
დღევანდელი ენით რომ ვთქვათ, არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ ჯანდაბას, სექსუალურები,
ჩეიცვიით!!!
ხომ ხედავთ ეს პოეტები სამოსს უფრო უმღერიან, ვიდრე იმას რააცც სამოსი ფარავს, რადგან სამოსია ის აღმაფრენა, რის მიღმაც იმალება ის მისტიკური იდუმალება,
ის, რაც!..
მხოლოდ მხატვრები ხატავენ შიშვლად და დააკვირდით - არ შეიხედება!
თანაც ეგენი ძუნწები არიან, საღებავის ეკონომიას აკეთებენ...
ჰოდაა, ახლა ეს ახალი თემა რო გაჩნდა, რაზე ვდაობთ, რაზე?!
ქალს ნორმალურად რომ უნდა ეცვას, რად უნდა ამას ლაპარაკი...
და არაფერ შუაშია აქ ჩამორჩენა თუ თანამედროვეობა,
გარყვნილებაა თუ სიბნელე!
ბოზობა, თუ...
ჩეიცვიი,
ბოზი ხარ თუ უმწიკვლო,
შეიმოსეეე!
რამ უნდა ააღელვოს ახალგაზრდა ვაჟი?
ბარძაყს შეეჩვია,
ძუძუს შეეჩვია,
საცვალს შეეჩვია,
ლიფს შეეჩვია,
აღარ აღელვებს ბატონო, აღარ!
ჰოდა, დადიან ასე, იმ მოკლეკაბიანებზე უფრო განაზებულები, ვერ ხედავთ?
ვაიმეე, თვალებს ვაელმებდით, ოღონდ კი ჩაგვეჭვრიტა,
შეგვეჭვრიტა...
გაცვედანდა კაცი!..
ვეღარ გავმრავლდებით ხალხო, ეს ოხერი!
ეს ტესტოსტერონია თუ რაცხასტერონია (ოჰ ეს შარლი!) იკლებს და იკლებს თურმე!
აქ საქმეგამოლეული კაცის სმაილი უნდა, მაგრამ ვერ ვიპოვე
სამაგიეროდ აგერ ა მახათი
No comments:
Post a Comment