სულის სიმებს არხევ,
არ გეგონოს, ჩემო მზეო,
ვერაფერი ნახე,
წინაპრების ძველი სული
განისვენებს შენთან,
რომ უვლიდნენ სიყვარულით
ყანასა და ვენახს.
იქ ცხენბურთს და კოჭობანას
ითამაშებთ ერთად,
მამა ღმერთი შენს დიდგულს და
სიმამაცეს ხედავს,
შენ, პატარავ, მანდ რომ წევხარ,
მთებში განისვენებ,
ყოველ ღამე დაინახავ
უმამაცეს მხედრებს.
ბადრი მთვარე დაგიმღერებს
დედის იავნანას,
მთა და ველი ბანს მისცემენ:
ნანაია, ნანა!
No comments:
Post a Comment