შენ იმოსები, დედამიწავ ისევე თალხით,ტკივილს ტკივილი ემატება, ძველსა ვცვლით ახლით?!ეს მერამდენედ უნდა დავცხოთ გაბზარულ ზარებს,ეს მერამდენედ ვწამლობთ უკვე ჩვენს გულზე ბზარებს!ანგელოზებო, ნეტავ საით მიეშურებით,არ დაწურულა ჯერაც მწვანე ბუდეშურები,შესანდობარი ვინ უნდა თქვას, ნეტავ რა ღვინით,ღვინო არის თუ ჩაწურული ჭიქაში სისხლი?!კვლავ შეუკერე, დედამიწავ, შენს შვილებს ჩოხა,მოგვართვი ქვების, კენჭების და ღვარცოფის ხონჩა,და გაგვიშალე მოზელილი ტალახის სუფრა,შემოვსხდომივართ ახლა სუფრას ძელკაცნი უბრად.ეჰ, დედამიწავ, კი არ ბრუნავ, თითქოს გრიალებ,გვივსებ სევდით და დედის ცრემლით ვერცხლის ფიალებს,ჯერ არა მწიფან ზვრებში მწვანე ბუდეშურები,სანამ დავწურავთ, საფლავთ გათხრას რად ეშურები?!შემოსცხეთ ზარებს, დაირწევა მცხეთაც, ტანძიაც,დგას გლოვის ზარი, დარდებია, რაც გაგვაჩნია,და გავაყოლოთ უფლის შვილებს მდუღარე ცრემლი,დედა მარიამ მათ თავისთან ზეცაში ელით.
Tuesday, August 8, 2023
ეჰ, დედამიწავ! (შოვი)

Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment