სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი წავშალე,
ხამ იქითა ვარ და ხანაც აქეთ,
თითქოს სიკვდილის ვიყო ატაშე,
ვჭრი ჩემს სიცოცხლეს გარკვეულ თარგზე.
იქნება ვცდები, მაგრამ ხშირადაც,
მე წარმართველი ვიყავი ბედის,
ვთმობდი სიყვარულს, ვთმობდი პირადსაც,
რადგან მოკვდავი ვიყავი ერთი.
არავინ იცის, რა არის სწორი,
მაგრამ ცხოვრება ხომ არის ფაქტი,
და ხშირად ღმერთის უაზრო გმობით,
დამიდგამს ტყუილის, სიცრუის არტი.
სიკვდილ-სიცოცხლის წავშალე ზღვარი,
მივყვები უფლის ათივე მცნებას
და თუ თევზები აღმოჩნდა მკვდარი,
ისეთი იყო, ჩანს, უფლის ნება..
No comments:
Post a Comment