როგორც
ფუტკარს...
მინდა, მარად დავრჩე შენთვის
ლამაზი და სასურველი,
როგორც
ფუტკარს, თან მიგქონდეს
ჩემი ყვავილების მტვერი...
და ვით მწყემსი, ცხვრების ფარას,
მუდამ
ფხიზლად მდარაჯობდე,
შენს თვალებში
ცისკრის
ვარსკვლავს,
პირგაბადრულ მთვარეს
ვჯობდე.
ჩვენს
სიყვარულს ადარებდე
გაზაფხულის
პირველ ქუხილს,
ფართო
მხრის ქვეშ შემიფარე,
ამარიდე
დარდს და წუხილს.
ოქროს თევზად
მეგულები,
ერთი რამე მინდა გთხოვო,
შევაერთე
მე გულები, —
წუთითაც
არ მიმატოვო!
7 . 08 . 2023 წელი
No comments:
Post a Comment