Sunday, August 20, 2023

სიყვარულს ფრთები აქვს (სატრფიალო)

 გიყვარდეს! ვიცი, რომ არ არის ადვილი,

მისთვის ხან ალი ხარ და ხანაც ფერია,

ზოგჯერ კი ჯოჯოხეთს ჩაყვები, ჩაივლი,

და მაინც გახსოვდეს, ის ყველაფერია.

აგიყვანს ზეცაში, ვარსკვლავებს განახებს,

იქ ანგელოზები სინაზით გელიან,

გაივლი ოცნების თვალწარმტაც სანახებს,

ზოგჯერ კი თვალები ცრემლებით სველია.

აგივსებს კიდობანს ყვავილით ათასით,

 ეტრფი თქვენს სიყვარულს მთლიანს და ერთიანს,

მაგრამ თუ უეცრად მზის ბილიკს გადასცდი,

შენ მაინც გახსოვდეს, სიყვარულს ფრთები აქვს.

მაია დიაკონიძე

20.08.2023 წელი





No comments:

Post a Comment