Saturday, August 5, 2023

აღარ მენახოს! (შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით)

აღარ მენახოს!


 წყალი შემასვი რა ჭიდან?

წყალი იყო თუ მაჭარი,

დადუღდა, სისხლი გამივსო

წითელი შინდის დგას ჯარი.

დოქის ტუჩს ტუჩი მივადე,

მუჯერეთული, ხვანჭკარა,

შევსვი და ღმერთი ვადიდე,

მზე, ლამაზი და თაკარა.

რამ მოგიყვანა ვენახო, 

თვალში სიცოცხლედ მევსები,

აღარ მენახოს რაჭაო,

მე შენი დანაკვნესები.







No comments:

Post a Comment