ზღვაზე.
2.გაუხედავად ხვდება,
ადამის ნეკნის ძვალი,
როგორ ვაჭრულად უმზერს
ამდენი წყვილი თვალი.
3.კომპლიმენტების ტალღა
სმენას საამოდ სწვდება,
წამსვე ეხსნება დაღლა
და...ცხელ ქვიშაზე წვება.
3.მიულულია თვალი,
თავისი ფასი იცის...
სხეულს ედება ალი,~
გაუხედნავი კვიცის.
4.ზედ დაბერტყვია,ვხედავ,
უფლის წყალობის კალთა...
ჩემზე თუ ფიქრობს ნეტავ,
მიღმა,~დახუჭულ თვალთა?!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი. 23.09.2013 წელი.
ყველა რეაქ
No comments:
Post a Comment