ამ შესახვევში იწყება ქუჩა,
ქუჩა , რომელიც ტაძრისკენ მიდის,
ვხედავ, ხეებსაც კვირტები უჩანს,
ყვითლად ყვავილობს პატარა შინდი.
და დედა ღვთისას მოჰგავს მოსასხამს,
მიმიძღვის წინ და მივყვები უკან,
ნაკურთხ წყალს, ვიცი, მღვდელი მომასხამს,
და გააღვიზებს რწმენის ღრმა ვულკანს.
შევყურებ ქრისტეს სახეს და ხელებს,
თვალებში მხოლოდ იმედი უჩანს,
არ დავივიწყებ წმინდა სახელებს,
კვლავ სასოებით გავყვები ქუჩას.
No comments:
Post a Comment