ზოგს თუთიყუში მოსწონს და
ზოგს მომღერალი ბულბული,
ზოგს - ჩიტი იყოს ოღონდაც,
ფერადი ესხას ბუმბული.
არ ვდავობ გემოვნებაზე,
ან რას გაიგებ კაცისას,
დავიარებით ცერაზე,
ვურევთ სატირალ-საცინარს.
ასე სცოდნია სიყვარულს,
ნაჭრით ახვევა თვალების,
ხან გნოლს ვუწუნებთ სიარულს,
თუთიყუშს მივეძალებით.
No comments:
Post a Comment