,, მ ყ ვ ი რ ა ლ ო ბ ა ! "
სატრფიალო ~ სალაღობო
( ფშაურ კილოზე )
1. გზაზე ერთ ქალა
მუზა , ~
პარნასის მთებისა ,
პირზე რა სიტყვაც
მამადგა ,
სუყველა იყო ქებისა ;
2 . ოქროსფრად
გაშლილ დალალი
ჰქონდა სამოსად
მხრებისა ,
გვერდზე ჩავლილიც
დამათრო
სურნელმა
იმის თმებისა ;
3 . შამამღიმილა ,
მამინდა ,
გაშლა ოცნების
ფრთებისა ,
ვიფიქრე : ~
,, მყვირალობაა ,"
ჟამი დამდგარა
ვნებისა ...
4 . თავი ,, ხარ ~ ირემს "
ვადარე , ~
,, ლესვა " დავიწყე
რქებისა ,
მონადირესაც
კი აფთხობს ,
სმენა ხარ ~ ირმის
ხმებისა ;
5 . ვთქვი : ,, ამ ფურს ,
არვის დავუთმობ ,
თავიც ნუ
მამიკვდებისა "...
თუ ბედისწერა
შენკეა , ~
ოცნებაც
აგიხდებისა !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი . 9 .08 .2023 წელი
No comments:
Post a Comment