Wednesday, August 16, 2023

 ,, გ უ ლ ი ს ს ი ს ხ ლ ი ! "

1. მივდევ მზე~მთვარის
სავალებს ,
შუქს რომ აფენენ
მწვერვალებს ;
ღმერთო !
იმდენი მავალე ,
რით გადავიხდი
მე ვალებს ? !
2 . შენ დამანახვე , ~
ცის ნამში ,
მზე და მზის
სხივი ეტევა ...
და უძრავ მყინვარს
ბევრად სჯობს ,
ლოდებთან
თერგის შეტევა ;
3 . გონებასა აქვს
სხვა ხედვა ,
ხსოვნას წუთით
არ ასვენებს ,
ბავშვობის
ფოტოს დახედვა ,
განვლილ ცხოვრებას
გვახსენებს .
4 . თუ ჩავთვლით ,
ჭირი სხვისაა ,
გულიც გახდება
მდუმარი ...
თურმე სუყველა
,, ღვთისაა , სახლში
მოსული სტუმარი ."
5 . სიტყვის ხან თქმა ,
ხან არა თქმა ,
ჩვენი ცხოვრების არსია ,
თუ ,,გულის სისხლმა "
არა ქმნა ,
ის ხელოვნება
ფარსია !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი . 11 . 08 . 2023 წელი .
ყველა რეაქცია:
თქვენ, ელგუჯა ციგროშვილი, Цисмари Бутхузи და 4 სხვა პიროვნება

No comments:

Post a Comment