კაფიობა:
ჯანინა ხერგიანს
/ფშაურ კილოზე/
რაფაელა და ტანია..
ქალები ათასფერები,
თუნდ შავი ქონდეთ კანია..
ასის წლისაც კი სჯობია,
ვის შაალია ჯანია..
რაც ამან ბარში საქმე ქნა,
სხვა ვერ იზამდა სვანია..
ზეპირად იცის კანონში,
,,ბადანტეს" ანი-ბანია..
აჩმორა იტალიური
მაფიოზების კლანია..
ოთხი გაძაგრა ორ თვეში,
ბევრი არ არი ხანია..
წესით და რიგით ,,დამზითვა",
ცრემლი არ დაუნანია..
დღევანდელ რეიტინგებით,
ჩემპიონი გვყავ ჯანია..
ას წლამდე სადამდე ავა,
მე ხელი დამიბანია
პატ.გელა ციგროშვილი
3.08.23
-----------------------------
გელას კაფიის გაგრძელება .
( ფშაურ კილოზე .)
1 . ძმაო , ეგ საქმე
არ არი
შავ ~ თეთრი
ძაფით ნაკერი ,
რომის სენატის
ვებ ~ გვერდზე ,
მეცა მყავ
ერთ ~ ორ ჰაკერი .
2 . ჯანინაზე რომ
ჰყვებიან ,
ნაღდია ,
განა ჭორია ,
სულ ფრიადებზე
უსწავლავ
რომის და
ჩვენ ისტორია .
3 . სისხლის აღება ,
ძველთაგან
მთის ადათი
და წესია ...
მაშ რა ეგონა
პომპეუსს , ~
მცხეთას
რომ შამეესია? !
4 . იტალიაში , ბებიებს ,
მუსრი გაავლო
იმ წამში...
ვით ვინჩესტერში
ვაზნები ,
ისე ჩააწყო
მიწაში ...
5 . ეს საშაყიროდ ...
ისე კი ,
არვისთან დარჩა
ვალია ,
არც ცრემლი
დაუმადლებავ ,
ქალი , ~
სუყველგან ქალია !
6 . სურათზე
,, პირბოთლიანი, "
ბევრს მაიმრავლებს
მგმობარსა ...
ჩვენ სულიწმიდა
გვკარნახობს :
სვამს იმათ
შესანდობარსა !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
3 აგვისტო , 2023 წელი .
------------------‐-----------------
ჯანინა გაები ციგროშვილების მახეში?
დუმილი შენი სტილი არ არის,ველოდები ცხელ პასუხს
ლამაზი იუმორია.
ბრავო
მანჩო პატაშური
3.08.23
-‐----------------------
Mancho Patashuri მანჩო.ელგუჯას უფრთხილდი
ჯადოქარია სიტყვისა..ჯანინა ისეთს რას გეტყვის,
ეგ რო მავნეებს იტყვისა
გელა.
- -----‐------------------------
ელგუჯა ციგროშვილს...
მშვიდობა შენდა ფშაველო,
ღმერთმა დღე მოგცეს მზიანი.
ისე გალიე საწუთრო,
არსაით შაგხვდეს ზიანი.
სულ სწერდეს შენი კალამი,
ლექსები გქონდეს ცვრიანი,
არსით მენახო ჯავრ-ნაჭამ,
სულ იყავი ხალისიანი.
მანჩო პატაშური.
------------------------------
დაგვიანებული პასუხი ფშაველ ძმებს.
ძალიან გამახარეთ . უღრმესი მადლობა
რა გიპასუხოთ არ ვიცი
,,ქალი სუყველგან ქალია"
თქვენმა სხარტულა ხუმრობამ ორ მეტრა მაღლა ამწია,
აღარ მაქვს მოცლა სვენება და გამძვრა შრომით ქანცია,
ერთისა ნაცვლად მე ახლა მყავს მოსავლელთა არმია
მათთან გეგმა მაქვს ისეთი, ვერ მჯობნის ევრო მაფია ,
ხუთიდან ერთი პაპა მყავს ლამაზი-სიმპატიური,
მხარბეჭიანი ცისთვალა ვითარ ქართველი მთიული,
,,სურათზე პირბოთლიანი"
არ ვაპირებ გაქრობასა,
ალბათ მას ამავირჩევ მას მეც შევფიცავ დობასა,
მერე არ მოჰყვეთ არაკებს და სვანი ქალის გმობასა..
შინ არ დამადეთ ფასი და სხვაგან ვიმკვიდრებს ნდობასა.....
ჯანინა ხერგიანი.
4.08.23
---------------------------------------
პასუხად ჯანინას
/ფშაურ კილოზე/
პირველ ბოთლია ჯანი თუ,
მესამით იწყებ თრობასა..
იტალიიდან ემდური
ქართულ ადათ-წესს,--წყობასა...
ყულფში თავს ძალით ვინ გაჰყოფს,
ინატრებს ჩამოხრჩობასა..
ნაღვლის ქირურგს რა დამართე,
ის გპირდებოდა ქმრობასა?!
გელა..4.08.23..
-------------------------------------
მანჩო პატაშურს , ჯანინას
ჩემთან და გელასთან
საკაფიაოდ წაქეზებისათვის .
( ფშაურ კილოზე .)
1 . მანჩო , რა გინდა ,
სალექსოდ
რაად აქეზებ ჯანისა ?
ორ ციგროშვილს
რომ ელექსოს ,
არ არი ეგეთ ჯანისა ...
2 . პირზე ბოთლ
მიუყუდებავ ,
ცხადია , ბოთლში რახია ...
,, მოსვანდება" და ცხადია ,
სიტყვაც ექნება მკვახია .
3 . ლექს~კაფიაში დათმობა ,
დასაგმობ~დასაძრახია ,
მკვახეზე მკვახეს მიიღებს ,
თვითონაც იტყვის : ,, ახია !"
4 . თუმცა კი შენი
,, მანევრით "
მივხვდი , რაც გინდა
ნამდვილად ...
თმები თუ ყალყზე
დაუდგა , ~
გაჰკრეჭავ უფრო
ადვილად .
5 . ღმერთმა არა ქნას ,
რომ მუზა
გაწყრეს , ჯანისთან
იბუნტოს ,
კლიენტს დაკარგავ ,
სიმწრისგან
თმები რომ
გადაიპუტოს !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი . 5 . 08 . 2023 წელი .
No comments:
Post a Comment