ქიში და მატი!
სულში აგვისტოს მდუმარებს ხვატი,
მაინც ჭიკჭიკებს ლაღად მერცხალი,
არ მინდა გითხრა: ქიში და მატი!
და თუ შენს თვალში არ ვჩანვარ ოქროდ,
თამაშს აგრძელებ რიდით და ხათრით,
გთხოვ, თვალთმაქცობას მოუღო ბოლო,
შენ თვითონ მითხრა: ქიშიც და მატიც!
მაია დიაკონიძე
2.08.2023 წელი
ქიში -მდგომარეობა ჭადრაკში, როდესაც მეფეს მოწინააღმდეგის რომელიმე ფიგურით ან პაიკით თავდასხმა ელის.
მატი - საჭადრაკო ტერმინი, იგივე შამათი: მეფე მკვდარია
No comments:
Post a Comment