დღეს რუსთაველის მეტროსთან ვიყავი, შოთა რუსთაველის ძეგლის შორიახლოს მეორადი წიგნები იყიდება, იაფად შევიძინე ეს წიგნები. გავესაუბრე გამყიდველს. ერთი ამბავი მომიყვა: გუშინწინ ორი გოგო მოვიდა, ხელი ძეგლისკენ გაიშვირეს და მითხრეს, აკაკის ლექსები ხომ არ გაქვთო, ეგ აკაკი არაა, ილიაა-მეთქი, საშინლად გაბრაზდნენ და გამომლანძღეს. ბოლოს ვუთხარი, თუ რუსთაველი არაა, მაშინ თქვენთვის სულერთი არაა აკაკი იქნება თუ ილია.
No comments:
Post a Comment