წვიმს და თითქოს გულზე დამდის ცრემლი,
გარშემო კი ცას ნისლები ბურავს,
მომეგებე, კვლავ დავანთოთ ცეცხლი
ტყესთან ქოხში მიმასპინძლე სტუმარს.
აკაციის სურნელება ვიგრძნო
და სინაზე იქ მოსული იის,
ძველებურად აფანცქალდეს გული,
ძველებურად აჩქრიალდეს სისხლი.
მითხარ ისევ: - შენ პატარა ქალო,
სიყვარული ფერს არასდროს იცვლის, -
ჩიტებივით გავიკეთოთ ბუდე,
თავს გვეხუროს სახურავი ისლის.
წვიმს და თითქოს გულზე დამდის ცრემლი,
გარშემო კი ცას ნისლები ბურავს,
მომეგებე, კვლავ დავანთოთ ცეცხლი,
აქ ჩავუშვათ სიყვარულის ღუზა!
მაია დიაკონიძე
9 სექტემბერი, 2021წელი
No comments:
Post a Comment