Thursday, August 10, 2023

იმედის სხივი ! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 იმედის სხივი !

1 . დავცილდით უფალს
და თანაც გვიკვირს ,
თუ რატომ გვიტევს
ეშმაკი რქებით ,
მეწყერმა , ~ როგორც
სიკვდილის ცხენმა ,
შოვიც გათელა
თავის ფლოქვებით .
2 . თუმცა არასდროს
არ გვეკლდა ჭირი ,
არ ვწკმუტუნებდით ,
როგორც ფინია ...
,, ცხრა ლახვრის " ნაჭრევს
უძლებდა გმირი ,
,, ცხრაჯერაც
მწარედ გაუცინია ."
3 . ერს ახსოვს მტრების
მახვილი ყელზე ,
მამული ლენგის
გადანალახი ...
თუმც მის გადავლილ ,
გადამწვარ ველზე ,
ამოდიოდა
კვლავაც ბალახი .
4 . სამამულე რქის
ფერმიხდილ ბწკალზე ,
კვლავ ნედლდებოდა
სიცოცხლის ღივი ;
რადგან ქართველის
გულში და თვალზე ,
სულ ციმციმებდა
იმედის სხივი .
5 . ჩვენ დალხინებას
არ ვართ ჩვეული ,
მწარესაც გავლეწთ
ბედ ~ იღბლის
კალოს ...
ღმერთო !
ღვთისმშობლის
თუ ვართ რჩეული ,
თქვენი იმედი
არ მოგვეშალოს !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი . 10.08.2023 წელი

No comments:

Post a Comment