დრო ისე სწრაფად მიედინება,
სულ ამერია იმ წლის და ამ წლის,
ჯერ გაყვავებაც რომ არ ინება,
უკვე შავია ნაყოფი ანწლის.
ზაფხულს მოყვება მზე შემოდგომის,
ოქრო შემომრჩა ნაძვის გირჩებად,
ვხედავ, ზამთარიც მარხილით მოდის...
ყველა ტკივილი ხომ მომირჩება?!
No comments:
Post a Comment