არ იყავი და... ნეტავ ჰქონდა ფერი გაზაფხულს?!
ნუთუ ყვაოდა გზიპირებზე წითლად საკურა,
ანდა რა აზრი ჰქონდა ჩემთვის წასვლას ანანურს,
უშენო დღენი მიდიოდნენ სულ უსახურად.
მზესაც არ ჰქონდა ის ნათელი, რაიც დღეს ადგას,
და ბნელზე ბნელი იყო ცაზე მომდგარი მთვარე,
ვარდის ფიქალად აყვავებულ ბაღებში ატამს,
მე გავცქეროდი როგორც სანახს, უხმოს და მდარეს.
მაგრამ შენ გაჩნდი, თვალში მზე რომ წამომიკიდე,
ყელზე დამკიდე ყვავილები ფირუზის, ქარვის,
შენა ხარ ისევ, ყაყაჩოთა ცეცხლს რომ მიკიდებ
და არა ჰგავხარ ქვეყანაზე მოარულს არვის.
No comments:
Post a Comment