რა არის რწმენა?!
რა არის რწმენა სიყვარულის,თუ არა ლოცვა,
კარგადა გვყავდეს, ზეამაღლდეს მზე-საფიცარი,
სირცხვილი არის ბრძოლის ველზე ყოყმანი, მოცდა,
როცა მზადაა გასასროლად ცქაფი ისარი.
და როგორც მგელი გაუწვრთნელი, ისე კაი ყმა,
სიკვდილის ფანდებს არასოდროს ემორჩილება,
გზა დაულოცოს ოტარიდმა, ზუალ-მარიხმა,
ვინც მამაცური გამარჯვების გემო იგემა.
ჩვენ ამირანის მოდგმისა ვართ, - ცეცხლთან ვხალისობთ,
და საარაკოდ დარჩენილა ბევრის საქმენი,
ბოროტებასთან ბრძოლა არის თუმცა სარისკო,
ფიცისგამტეხელთ მიზღვევიათ ზეცით სასჯელი.
აბრიალებულ ზეცას ვხედავ ვარძიის თავზე,
იქნებ თამარის შეფაკლულან ნაზი ღაწვები,
და მრავალტანჯულ საქართველოს იმედი ავსებს,
ჭეშმარიტების ვიწრო ბილიკს რომ არ ავცდებით.
No comments:
Post a Comment