რომის იმპერიაში , როცა სენატი რომაელ სარდლებს სათანადო წერილებს უგზავნიდნენ , თუ წერილის შინაარსი განსაკუთრებით საიდუმლო იყო , მას ეწერა :
,, შენ და ცეცხლს !" ასეთ წერილს ადრესატი წაკითხვის მერე სწვავდა ... დაახლოებით ასეთ პასუხს იმსახურებს , ეს აბეზარი ,,მოკაფიავე ," მაგრამ სენეკას ნათქვამს ვეთანხმები : ,,რასაც არ კრძალავს კანონი , კრძალავს ზნეობა ." ამიტომ მარტო შენ გიგზავნი . ექსპრომტად X ~ ს . ( ფშაურ კილოზე. ) 1 . რა მეშველება , არვინ მყავ , ნაცნობი მკითხავ~გრძნეული , ერთ ქალა აღარ მეშვება , ჩემ მალ~მალ ტუქსვას ჩვეული ; 2 . ხუთ მილიარდი კაციდან მე გავხდი მაგის რჩეული ; ეხლაც ჩემზე სწერს კაფიებს , ლამის გაავსოს რვეული ; 3 . თუ ვინმეს ვეტრფი არ მასწონ , არც ის , ~ თუ ვრჩები ეული , რაღა მე გადამეკიდა , ,,ეს ჩემის გადანგრეული !" ელგუჯა ციგროშვილი . თესალონიკი . 20.10.2022 წელი .
No comments:
Post a Comment