Monday, October 10, 2022

უშენოდ! (სატრფიალო)

 უშენოდ!

რა ვარ უშენოდ?! დაკუწული ერთი ფურცელი,
სტრიქონ-სტრიქონად დარჩენილი დროში, სივრცეში,
ერთი ფოთოლი, კლდის კიდეზე გადავარდნილი,
ერთი სიმღერა, ვერნამღერი, მაინც მზისფერი.
უშენოდ მზესაც დაუკარგავს თავისი ძალა,
უშენოდ აღარ მასულდგმულებს მთების ნიავი,
უშენოდ თითქოს ხერხემლიდან ამართვეს მალა,
გადასარჩენად, ვით სნეული, შენკენ ვისწრაფვი.
მაია დიაკონიძე
10.10.2022წელი

No comments:

Post a Comment