ელგუჯა ციგროშვილი
კაფია კომენტარის პასუხად
ნანა წულუკიძეს :
( ფშაურ კილოზე .)
ნანავ , მეც ვალში არ ვრჩები ,
ვაშლი ევებმა შაჭამეთ ,
მე სამოთხეში დავრჩები .
2 . ჩემ მაძაგებლად რად იქეც ,
ადრე სულ ჩემი მქებარი ,
იქნებ როგორმე ამიხსნა ,~
არა ვარ გაუგებარი .
ელგუჯა ციგროშვილი .
თესალონიკი . 20.10.2022 წელი .
ნანა წულუკიძე
ელგუჯა ციგროᲨვილს...
პასუხი...
განა სუყველას Თქმა უნდა..
ზოგი ამოვᲗქვი ზოგი კი
გულის კუᲗხეᲨი დავმალო...
ასეᲗ ხასიაᲗ გამიხდა..
სიმარᲗლე პირᲨი ვახალო....
აი Შეცდომაც მანდ არის
Ძველ ახალს რად Შევადარო...
წავიდა ადამ ევას დრო..
საᲗქმელი გადავაახლოᲗ..
დᲦეს Ღამე რომ ცვლის
Ღ ა მ ე ს Დ Ღ ე
ფᲨაველს მე როგორ
გ ა ს წ ა ვ ლ ო...
რა გენაᲦვლება ვ ა Შ ლ ე ბ ი Თ
ე ვ ე ბ მ ა ერᲗურᲗ
დაᲭამონ.
Შენ ს ა მ ო Თ ხ ე Შ ი დარᲩები
Ჩვენ კი Თავი ქვას
ვ ა ხ ა ლ ო Თ.
ელგუჯა ციგროშვილი
კაფია~კომენტარის პასუხად
ნანა წულუკიძეს :
( ფშაურ კილოზე .)
იმ გველის ჭკვაზე მავალსა ...
სუყველა კაცი თავად ჰქმნის ,
თავის თავგადასავალსა .
2 . არც ყურს არ ვუგდებ , არავის
გადაძახ~გადმოძახილსა ...
აუკრძალავიც ბევრია ,
კბილს მოვუსინჯავ სხვა ხილსა .
3 . აკრძალულ ხილიც თქვენ ჭამეთ ,
სხვა ადამს ნახავთ იოლად ,
თუ გინდათ ,,იფუფალავეთ ,"
მე ... ვრჩები ეულ შიოლად !
4 . დავრჩები უფლის იმედად ,
იახსარი მყავ მფარველი ,
სუყველამ თავის გზა ნახეთ ,
არავის ვიზიტს არ ველი !
ელგუჯა ციგროშვილი .
თესალონიკი . 20.10.2022 წელი .
ნანა წულუკიძე
რად მოიწყინე ფᲨაველო
რა გული გაგიტეხია...
ბრᲫოლის ველიდან გაქცევა
კაფიის წესებ დაიცავ..
არასდროს უნდა აᲦელდე
საᲗქმელ ლამაზად ნაᲗქვამსა
Ძლიერად უნდა დაუხვდე..
სუყველა მიჰყარ მაჰყარე
ერᲗურᲗᲨიაგირევია..
რომელი ფეხიᲗ ადექი
ხელი რომ Ჩაგიქნევია..
ქვეყანა დიდზე დიდია
ყველა იპოვის Თავის გზას
ზოგი Შიოლას მოსᲫებნის
ზოგი მფარველობს Თავის მგზავრს ..
გ უ ლ ს ა ტ კ ე ნ ი ა Ძალიან
რომ რᲩები ეულ Შიოლად
გ ა ი Ღ ი მ ი ლ ე.
ს ტ ე ფ ა ნ ი Ჩ..
არა გცნო დ ა მ ა რ ც ხ ე ბ უ ლ ა დ.
20 .10
2022წ
ელგუჯა ციგროშვილი
კაფიის პასუხად
ნანა წულუკიძეს .
( ფშაურ კილოზე .)
ვინ გარბის ,,ბრძოლის ველიდან ?!"
ლამის წიწოლა გამხადე ~
ჯიშ~ტომით არაგველიდან !
2 . რაც დასაწყისში შენ გკითხე ,
პასუხს არა მაძლევ ბოლოში ,
ჩვენ დუეტს აზრი არა აქვს ,
შენ გააგრძელე სოლოში .
3 . ჩაკეტილ სივრცეს ვერ ვგუობ ,
მოტრფიალე ვარ ღია ცის ,
ფშაველს კაფია რად უნდა ,
გასაჩუმებლად დიაცის !
4 . წინაპრის სიბრძნეს მოვიხმარ ,
არას ვისესხებ სხვისგანა :
,, საცა არა სჯობ , გაცლა სჯობ ,
კარგისა ვაჟკაცისგანა ."
5 . უკვე ვთქვი ჩემი სათქმელი ,
გონება ენას სდარაჯობს ...
რად მინდა ისეთი სიტყვა ,
უთქმელობას თუ არა სჯობს?!
ელგუჯა ციგროშვილი .
თესალონიკი . 21.10.2022 წელი.
No comments:
Post a Comment