Friday, October 21, 2022

 რა არყევს ნეტავ სულის სიმყარეს,

თუ კი სამყარო მუსიკალურობს,

არაფერია ამ ქვეყანაზე,

სითბოს გარეშე, უსიყვარულოდ.

ბავშვის ტიტინიც რომ ისმის შორით,

ვერ ნახავთ იმის მთრგუნავს და მომრევს,

ყველას გვფარველობს სამყაროს გონი, 

და ის გვარიდებს პირღია მორევს.

და  თუკი მაინც, სისხლის წვიმებმა,

ზეაგვიყვანა, სიკვდილის კართან,

ერთი რამ გვრჩება ბოლო იმედად,

რომ დაგვაფარებს იესო კალთას.



No comments:

Post a Comment