Tuesday, October 11, 2022

ნუ დამივიწყებ!

ვაი, თუ აღარ გაგახსენდი, ვეღარ მიცანი,
გადავიწყების დიდ შავ ჭაში მისროლა ქარმა,
დამეკარგება ამ ცხოვრების ყველა მიზანი,
და უშენობა, ვით უკუნი, მიწაში დამფლავს.

ამარტის ველზე ვინ დამიკრეფს წითელ ყვავილებს, 
ვინღა მიმღერებს საგალობელს და დილის საარს,
ნუ დამივიწყებ, სულის ჩეროვ, დედას გაფიცებ,
მე მოგასწავლი ჩემკენ სავალ ეკლიან გზა-კვალს.





No comments:

Post a Comment