ს ი მ ღ ე რ ა
(ხალხურ მოტივზე)
ტოროლებს აბა რა დალევს,
აგერ მისხედან ბანზედა,
უკეთესია სხვაზედა,
იმის ქარვისფერ ბუმბულებს,
რომ ბრჭყვინავს მზეზე ძალზედა,
სკივრშიაც შავინახავდი,
ღამესაც გამინათებდა,
იმის სიმღერა მაღვიძებს,
წრფელ ცრემლს მადინებს თვალზედა,
ღმერთმა ის კარგად მიმყოფოს,
ხშირად მენახოს ცაზედა.
მაია დიაკონიძე
17.10.2022წელი
No comments:
Post a Comment