მთის ქალასთვის ლოდინი
(მთის კილოზე)
ტალღები გულ-მკერდზე
ეხლებიან,
ვნებას მისცემიან
ე ლოდები...
ლოდინმა დამღალა,
არი გვიან,
არაგვზე მთისქალას
ველოდები.
გვირგვინი დავუწან
იმისთანა,
მართლა დედოფლისთვის
შესაფერი,
სუ ფეხით მოვგალე
მინდორ-ყანა,
ყვაილებ ვარჩიე ათასფერი.
არც კაბისა ისმის
შარიშური,
ბილიკებს გავცქერ
და ვერა ვხედავ;
ბლომად დამიგროვდა
საყვედური,
მოვა და... ერთსაც
ვერ გავუბედავ.
იცის, რომ ბილიკზე
ველოდები,
იცის და ლოდინით გამათავა...
ე ტალღა, ლოდს ყელზე
მეეხვევა,
მაისურვილებს და ბარში
წავა.
ლოდს კი რა? არც კი
აათრთოლებს,
მისთვის უცხო არი
დარდის თოვა...
იმ ჩავლილს თვალს
არც გააყოლებს,
ტალღის მეტი რაა,
სხვა ხომ მოვა.
მე მარტო ჩემ ერთას
ველოდები,
ლოდივით არა მაქვს
გული ქვისა...
ჩემ ირგვლივ ბევრია
ლამაზები, —
დაკვლევაც არ მინდა
არავისა!
ენას ვინ აუკრავს
ნეტავ ქალებს,
ვისაც რა უნდოდეს,
ის იყბედოს...
იმდენს დავუკოცნი
ლამაზ თვალებს,
ბარისკენ სულ აღარ
გაიხედოს!
ქ. თესალონიკი,
30.09. 2014 წელი
ა დ ა მ ი ს ოდა ე ვ ა ს !
ხარ ჩემი ოცნების ნათელ
სხივთა კონა,
გულს სიამით მივსებ, ასე
ტურფა, ნაზი...
მინდა უსასრულოდ ჩემთან
ჩაგაკონა,
ტანზე მეხვეოდე, როგორც უსურვაზი.
ეგ შენი სიმორცხვე, ყველა
საზღვრებს წაშლის,
როცა მიმწუხრის ჟამს ბინდი ეპარება...
და სიბნელის ფონზე ვნების
აფრებს გაშლის ,
ათასერთი ღამის მორცხვი ნეტარება.
გვექნება კოცნები, ურიცხვ–ულიმიტო,
სიტყვა აზრ–ფერადი, – როგორც ცისარტყელა,
ჩემო საუნჯევ და ალმას–მარგალიტო,
კისერს დაგიმშვენებს კოცნის ღარადელა!
ნატვრა – ოცნებები მინდა აგიხდინო,
არც ვინ მეგულება ჩემი
მოცილე და...
შენი ტუჩებია, – ვით ბადაგის
ღვინო,
მიტომ მიძნელდება ბაგის მოცილება.
უფლის ჩანაბერი მიყვარს
შენი ს უ ლ ი,
ნ ე კ ნ ი, ტან – ლერწამი, მტევანსრული ვაზით...
მინდა ვიყო შენთვის,
როგორც გ ა ზ ა ფ ხ უ ლ ი, –
გზა – სავალს გიმკობდე, ყვავილთ
ფ ი ა ნ დ ა ზ ი თ!
ქ. თესალონიკი, 29 აპრილი,
2022 წელი
შენ ქალი ხარ და ქალობა
გშვენის,
ქალური კდემა, ქალური
რიდი,
შენა ხარ მუხტი ზღვა
აღმაფრენის,
გულიდან გულში, —
იმედის ხიდი.
შენ ქალი ხარ და ქალობა
გშვენის...
გვაძგერებ თვალთა
ალესილ ლახვარს
და შენი სიტყვა, ვით
განაჩენი,
ბედისწერისას მოჰგავს
კელაპტარს.
მე იქნებ გიძღვნა
უბრალო ბროში,
სხვამ ყელსაბამი,
— ძოწის ან ქარვის;
მაგრამ იცოდე, ამ
სამყაროში,
ჩემზე ძლიერად უყვარხარ
არვის!
ქ.თესალონიკი,
02.06. 2016 წელი
კ ო ც ნ ე ბ ს მ ო ვ ი პ ა რ ა ვ დ ი...
გადამიკითხავს ძველი მითები,
—
სამყაროს ბ ე დ ი ს
კანონი მართავს:
მ ი ნ ო ტ ა ვ რ ი
ს კ ე ნ მიდის თ ე ზ ე ვ ს ი,
ა რ ი ა დ ნ ე კი თავის ძ ა ფ ს
ართავს...
მეც გადავლახე მთები და ზღვები,
ვეხეტებოდი ალთას თუ
ბალთას;
მაგრამ... თ უ შ ე ნ თ ა ნ
მომიყვანს გ ზ ე ბ ი,
თავსასთუმალად თ უ მომცემ კ ა ლ თ ა ს...
დ ა გ ი კ ო ც ნ ი
დ ი მაგ
ნუკრის თვალებს,
ერთად გავტეხდით დეკემბრის ღამეს,
შემოგინთებდი მგზნებარე
ალებს,
მ ა რ ა დ ი ს ო ბ
ა დ გიქცევდი წ ა მ ე ბ ს.
თ ვ ა ლ ე ბ ს შენს მ კ ე რ დ ზ ე მ ო ვ ა ძ ო ვ ე ბ დ ი,
ბევრიც გეცადა, ვერ
დაჰფარავდი...
და შენი ტ
უ ჩ ი ს ნ ა პ რ ა ლ ე ბ ი დ ა ნ,
დილამდე კ ო ც ნ ე ბ ს მ ო ვ ი პ ა რ ა ვ დ ი!
ქ. თესალონიკი, 09.
02.2015 წელი
No comments:
Post a Comment