Friday, October 14, 2022

 სვეტიცოველთან გხედავდი ხშირად,

იქ გაგიცანი, მდგარი სხივებში,

ხოტბას ასხამდი  საოცარს, დიადს,

მეც მის იდუმალ სხივთან მივედი.

და ანათებდა სვეტიცხოველი,

შენც სულიწმინდის მადლი გდიოდა,

მას მერე გაქრა წუთისოფელიც,

ახლა გიპოვე ველზე იორთან.




No comments:

Post a Comment