ციკლიდან ,,მუხამბაზი"
,,დილის ლოცვა! "
1. ცად აღპყრობილს ლოცვად, ხელებს, –
დილის მადლი შეეწიოს;
ნატვრის ჩიტი შენ გეწვიოს.
2. რადგან ქალის ფანტაზიებს,
ვით დ რ ო – ს ი ვ რ ც ე ს, არ აქვს ზღვარი...
მე დაგიკრეფ ცისფერ იებს,
შენ ნატვრები მოასწარი.
3. თან არ გდევდეს განსაცდელი,
როგორც სევდის ქარი ,,არ გ ო ს,"
სიყვარული გყავდეს მცველი, –
ც ხ ა დ – ს ი ზ მ ა რ ი მოგიქარგოს!
ელგუჯა ციგროშვილი
თესალონიკი, 10.10. 2022 წელი
თუ ეს ჩემი სიყვარული,
შენს სიზმრებსაც ნოხად ჰგიებს,
ველოდები, მთელი გულით,
ელგუჯა ციგროშვილი
ლექს~კომენტარის პასუხად
მანანა ტონიას :
( ფშაურ კილოზე .)
არ მწამს ,
ვერ ვირწმუნებ
ასეთ რამეს ,
რადგან ვიცი ,
მ ო ლ ო დ ი ნ შ ი , ~
თეთრად ათევს
ქალი ღამეს .
2 . თან არც იის
სეზონია ,
რჩევას მოგცემ , ~
გაიცინე ...
რადგან ი ა
სიზმარში გსურს , ~
,, დ ე დ ა ე ნ ი თ "
დაიძინე .
3 . თუ დამაცდი ,
გაზაფხულზე ,
ცხადში გიძღვნი
ცოცხალ ი ე ბ ს ,
იმედია , რომ
მანანა ,
,, ცელქ " კაფიას
მაპატიებს !
ელგუჯა ციგროშვილი .
თესალონიკი . 17.10 . 2022 წელი .
No comments:
Post a Comment