მუხლმოყრით დავდგები!
სამყარო რომ შექმნა,--მადლობა ამისთვის...
ვიწამე,ვადიდე და მიყვარს უფალი!
განმაწყო დღისთვის და განმაწყო ღამისთვის
და ნება მარგუნა მე თავისუფალი.
სულ სასუფევლისკენ სავალ გზებს ვიკეთებ,
არ მსურს დავიგროვო ამ ქვეყნის ვალები...
მაგრამ არ გამომდის,--სულ მარტო სიკეთე,--
ხანდახან ცოდვისკეც გამირბის თვალები.
გოლგოთას მწვერვალი ჯერ კიდევ მაღლაა,
ზეციდან სხივებად გადმოდის იმედი...
ჩემს თავს შევუძახებ:,,ჯერ რა დროს დაღლააა!"
თუკი პირნათელი ბოლოს ვერ მივედი.
სხვებივით ტვირთმძიმედ ვატარებ თავის ჯვარს,
ეს ჩემი ცოდვები ზედ არის დაკრული...
ვეღარ ვუმკლავდები მოსეულ ფიქრის ჯარს,
არ მინდა,ცოდვებზე რომ ვიყო გაკრული.
კარგობას არ ნიშნავს,თუ სხვაზე კარგი ვარ,
უფლის თვალს გულისთქმას ვინ გამოაპარებს...
თუ მარტო ჩემთვის ვარ,მოყვასს არ ვარგივარ,
დიდ ცოდვებს გვერდს ვუვლი და ვცოდავ პატარებს
მაინც ცოდვილი ვარ,--გულს ვავსებ ყვედრებით,
ვყოფილვარ ყრუ-მუნჯი,ვყოფილვარ უთვალო...
მუხლმოყრით დავდგები უფლის წინ ვედრებით:
,,თვალნი გონებისა განმიხვენ უფალო!"
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ. თესალონიკი. 27.07.2012 წელი
No comments:
Post a Comment