ციკლიდან: ,,კუნწულა" ლექსები
მხოლოდ შენ მელი...
მატარებს ბ ე დ ი არეულ გზებით,
ზურგზეც გამაძრო ტყავი ცხრაპირი...
მხოლოდ შენ მელი იმ მოთმინებით, –
ვით გზააბნეულ ტ ა ლ ღ ა ს ნ ა პ ი რ ი !
ელგუჯა ციგროშვილი
თესალონიკი, 19. 05. 2022 წელი
როგორი მაგარი მყავხარ, ელგუჯა! მეამაყები!
Sveta Kvaracxelia კომენტარის სამადლობელ პასუხად
სვეტა კვარაცხელიას!
1. ცხოვრების გზა მაქვს ვით ,,ო დ ი ს ე ა",
არც ნიჭი დამყვა გრძნობის მალვაში...
ეს კომენტარი ჩემთვის ისეა,
როგორც შხაპუნა წ ვ ი მ ა, – გ ვ ა ლ ვ ა შ ი !
2. შენს ნაწერებზე მეც მითქვამს ქება
და ვარ მეხოტბე მაგ შენი ნიჭის,
დარჩეს ეს ლ ე ქ ს ი, ვით ა ღ ს ა რ ე ბ ა, –
ს ა მ ა დ ლ ო ბ ე ლ ო, ფ ხ ო ვ ე ლ ი ბიჭის!
ელგუჯა ციგროშვილი
თესალონიკი, 11.10.2022 წელი
No comments:
Post a Comment