Monday, October 17, 2022

აღარ დავიგვიანებ! (სატრფიალო)

 აღარ დავიგვიანებ!

როცა მთებზე იწურება რძისაფერი ნისლები,
მზე დაადგამს დიდებულებს ოქროს დაფნა-გვირგვინებს,
სწორედ მაშინ ამეშლება შენზე ღრუბელფიქრები
და სამყაროს გამჭვირვალე ნაზ ეთერში ვტივტივებ.
მიმოგყვები, ვით ცეცხლის ალს თეთრი ღამის ფარვანა,
ჯამბაზივით გადავივლი თოკებს-მერიდიანებს,
შენს ნახვამდე ბედისწერამ ქვიშად თუ არ დამცალა,
გულის სითბო გიწილადო, აღარ დავიგვიანებ.
მაია დიაკონიძე
17.10.2022წელი

No comments:

Post a Comment