Friday, October 14, 2022

ბუტია (ბავშვობის მოგონებებიდან)

ბუტია (ბავშვობის მოგონებებიდან)
ბევრი დედმამიშვილი ვიყავით და დაბადების დღეებით გათამამებულები, ხან ერთის იუბილეს ვზეიმობდით, ხან - მეორის. მახსოვს ჩემს დას იას მამამ დაბადების დღეზე გერმანული თოჯინა მოუტანა, მაშინ არ იშოვებოდა, დახლის ქვევიდან უნდა გეყიდა ან ნაცნობობით, არ ვიცი, მამამ როგორ მოახერხა, კი მოიტანა, საოცრად ლამაზი და მოხდენილი იყო. მეტიც არ მინდოდა, თოჯინები ძალიან მიყვარდა, შევიკეტე მეორე ოთახში და ავქვითინდი, ვერავინ გამომიყვანა იქიდან, სანამ მამამ, სხვა თოჯინა არ მოარბენინა სახლში, რა თქმა უნდა, გერმანული ვეღარ იშოვა, რუსული თოჯინა იყო, სამაგიეროდ, იას თოჯინაზე ორჯერ დიდი, მაშინ კი დავმშვიდდი. მას მერე მამას წესად ჰქონდა, ვისი დაბადების დღეც არ უნდა ყოფილიყო, ჩემთვის საჩუქარი უნდა მოეტანა, რომ არ გავბუტულიყავი.
ამისთვის კიდევ ერთი საბაბი მიეცა, როდესაც ერთხელ სახლში კიდევ ესეთი სცენა გათამაშდა. არ ვიცი, საიდან,მამამ სახლში თოჯინა მოიტანა, სავარაუდოდ, ვიღაცამ აჩუქა, ყიდვის შემთხვევაში ერთს არ იყიდდა, სამი ქალიშვილი ვყავდით, მოიტანა და მე მაჩუქა, როგორც უფროსს, მეორე დღეს მოვიდა სათამაშოებით დატვირთული და დანარჩენებს დაურიგა, როგორც ჩემი და იხსენებს, გავპარულვარ, ფარდის უკან დავმდგარვარ და ჩუმად ავტირებულვარ, მამა ისევ გაქცეულა ჩემთვის კიდევ ერთი საჩუქრის საყიდლად. აი, ასეთი ბუტია და ცოტა არ იყოს გათამამებული ბავშვი ვყოფილვარ. ,
მაია დიაკონიძე
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
Sofio Chelidze, Nino Arsenashvili და 24 სხვა
2 კომენტარი
გაზიარება

No comments:

Post a Comment