Friday, October 7, 2022

შენ ერთს მოგანდე გული ჩემი, დღეო ნათელო,
მზის სხივებს გაშლი და მოიტან, ვიცი, ჩემამდე,
მოისხამს ვერხვი, ალვა, მუხა სამოსს სამეფოს,
და ოქრო-ვერცხლის ბზინვარება ჩანს ჩემს სცენაზეც.
ბაღში ვარდების ჩამომდგარა ნაზი სურნელი,
ჯერ კიდევ ლოჟას ხომ ამშვენებს სიტურფე ქალის,
შემოდგომის მზევ, შეიყვარე სული ეული,
და სხვათა ოქროს ბრჭყვიალებში მას ნუღარ გაცვლი.





No comments:

Post a Comment