ჩემო ნაზო და პატარა მეგობარო,
ამ ცხოვრებას ალღო თვითონ ვერ ავუღე!
მაგრამ მოგცემ მაინც ჩემს შვილს მცირე რჩევას,
ცეკვას, თამაშს, მღერას ზღვარი სულ დაუდე.
შენი ცეკვა იქნებ თეთრი პეპლის ცეკვას ჰგავდეს,
რომ ტრიალებს და ბზრიალებს სანთლის შუქზე,
ამ დროს ვიღაც გიყურებს და გითვალთვალებს
და არ იცი, ფიქრად შენზე მას რა უძევს.
ნუ იღიმი, ჯობს ცრემლებიც გადაყლაპო,
ემოციის გამოხატვას მე არ გირჩევ,
გრძნობა შენი იქნებ იყოს საალბათო,
ნუ დაირტყამ შავტარიან დანას მყისვე.
ვინმე როცა გაგიღიმებს, არ მოტყუვდე,
სხვას ამბობენ, სხვას ფიქრობენ, სხვასა ქმნიან ,
ვით სჩვევიათ მძარცველებს და ყაჩაღ–ქურდებს,
თვალში ხალებს, პირში კბილებს დაგითვლიან.
ნუ იტყვი მას, რასაც ფიქრობ, პირზე გადგას,
სანამ გაჭრი, ასჯერ მაინც გადაზომე,
ფეხზე სანამ არ დადგები თვითონ მყარად,
შენს ხმასაც კი ნურავის ნუ გააგონებ.
No comments:
Post a Comment